არჩილ თალაკვაძე - 2020-2021 წლები საქართველოში ტრანზიციული პერიოდი იქნება და არჩეული პრეზიდენტის როლი იქნება მნიშვნელოვანი
არჩილ თალაკვაძე - 2020-2021 წლები საქართველოში ტრანზიციული პერიოდი იქნება და არჩეული პრეზიდენტის როლი იქნება მნიშვნელოვანი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში გახდება. პირველი არხის კითხვაზე, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერის შემთხვევაში, აცნობიერებს თუ არა „ქართული ოცნება“ შესაძლო საფრთხეებს, რადგან 2020 წელს საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებია, თალკავაძე პასუხობს, რომ 2021 წელს ტრანზიციული პერიოდი იქნება, სადაც მნიშვნელოვანი არჩეული პრეზიდენტის როლი იქნება.

„მნიშვნელოვანია, ეს იყოს ადამიანი, რომელსაც მაკონსოლიდირებელი ლიდერის ფუნქცია ექნება, რომელიც შეძლებს, კონკრეტული პარტიების დღის წესრიგზე მაღლა დადგეს და სისტემაში ისეთი გადასვლა უზრუნველყოს, რაც ქვეყნის ინტერესებს მოემსახურება. ეს არის ახალ კონსტიტუციაში. კერძოდ, ის პრინციპები, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტზე ავსახეთ და რეფორმის დროს მივიღეთ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

დეპუტატის ცნობით, მმართველ გუნდში დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერის ვერსიაც განიხილება.