არჩილ მესტვირიშვილი - ფინანსური სექტორის მიმართ არის მოთხოვნა, რომ დაიცვან ამერიკის, ევროკავშირის და ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები, რასაც ისინი ძალიან კარგად ახორციელებენ
არჩილ მესტვირიშვილი - ფინანსური სექტორის მიმართ არის მოთხოვნა, რომ დაიცვან ამერიკის, ევროკავშირის და ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები, რასაც ისინი ძალიან კარგად ახორციელებენ

როგორც იცით, ფინანსური სექტორის მიმართ არის მოთხოვნა, რომ დაიცვან ამერიკის, ევროკავშირის და ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები, რასაც ისინი ძალიან კარგად ახორციელებენ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასევე, ეროვნული ბანკი ახორციელებს სანქციების დაცვის მონიტორინგს და ყველა შეფასებით აღნიშნულია, რომ საქართველოს ფინანსური სისტემა სანქციებს ზედმიწევნით იცავს.

„ამასთან, სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან სანქციების დაცვა ამცირებს ომის უარყოფით გავლენას ჩვენს ეკონომიკაზე. ამ საკითხს ფინანსური სექტორი ძალიან სერიოზულად უდგება“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.