არჩილ კალანდია - უხანში მყოფი საქართველოს ოთხი მოქალაქიდან ორის ევაკუაცია საფრანგეთში ხვალ დილით განხორციელდება
არჩილ კალანდია - უხანში მყოფი საქართველოს ოთხი მოქალაქიდან ორის ევაკუაცია საფრანგეთში ხვალ დილით განხორციელდება

უხანში მყოფი საქართველოს ოთხი მოქალაქიდან ორის ევაკუაცია ხვალ დილით განხორციელდება საფრანგეთში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჩინეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ისინი საფრანგეთში გაივლიან საკარანტინო პერიოდს.

„დანარჩენმა ორმა მოქალაქემ კი ევაკუაციაზე უარი თქვა და უხანში დარჩენა გადაწყვიტა. მათი თქმით, ისინი თავად უხანში უფრო უსაფრთხოდ იქნებიან, ვიდრე სხვა ქვეყანაში. ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებში რჩებიან საქართველოს სხვა მოქალაქეებიც, ჩვენ მათთან მუდმივ კონტაქტზე ვართ. საბედნიეროდ კარგად არიან ისინი და იცავენ მკაცრად ზომებს“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, სხვა ქალაქებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია არ იგეგმება.

„რაც შეეხება დღეს გამთენიისას თურქეთში ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს, ისინი ჯერ კიდევ გზაში არიან და სულ მალე ჩაფრინდებიან საკარანტინო ზონაში“, – განაცხადა ელჩმა.