არჩილ ჯორჯაძის ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა

19:21, 19.05.2018

თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირისა და არჩილ ჯორჯაძის ქუჩის კვეთიდან თაბუკაშვილის და არჩილ ჯორჯაძის ქუჩების კვეთამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. აკრძალვის მიზეზი საგზაო სამუშაოებია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 19 მაისს, 19:00 საათიდან, თბილისში, საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება არჩილ ჯორჯაძის ქუჩაზე, კერძოდ: შოთა რუსთაველის გამზირის და არჩილ ჯორჯაძის ქუჩის კვეთიდან თაბუკაშვილის და არჩილ ჯორჯაძის ქუჩების კვეთამდე.

საავტომობილო მოძრაობა მიმდინარე წლის 26 მაისს სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება“, – აცხადებენ შსს-ში.

მსგავსი