არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში პროდუქტების მომარაგების კუთხით პრობლემა არ შეიქმნება
არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში პროდუქტების მომარაგების კუთხით პრობლემა არ შეიქმნება

რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, პროდუქტების მომარაგების კუთხით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში პრობლემა არ შეიქმნება და აღნიშნულ საკითხზე ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომაზე უკვე იმსჯელეს.

„რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ადგილობრივი ოპერაციული შტაბის მუშაობა ჩემი ხელმძღვანელობით. შტაბის მუშაობაში მონაწილეობდნენ თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლები და მედიცინის მუშაკები. განვიხილეთ ყველა ის აუცილებლობა, რაც ასეთი პროცესების დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ შორის პროდუქტების მომარაგების საკითხი. აქტიურად იმოქმედებენ ე.წ. მოძრავი ბაზრები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა სოფელს პროდუქციით მომარაგებაში, შტაბთან აქტიური კომუნიკაცია ექნება ამ პიროვნებებს და შესაბამისად, მოხდება საშვების დაშვება იმ პირებზე, ვინც უზრუნველყოს პროდუქციის მომარაგებას ლენტეხის რაონში. ანუ, ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ შეიქმნება“ , – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა.