არჩილ გორდულაძე – სპეცსამსახურებისა და „ენჯეოების“ უკან ის ოლიგარქიული ძალები დგანან, რომელთა მიზანია, პროქსი ომების წარმოებით ძალაუფლება გააფართოონ და ახალი მსოფლიო დღის წესრიგი შეიქმნას
რეალობას უნდა შევხედოთ. სპეცსამსახურებისა და „ენჯეოების“ უკან ის ოლიგარქიული ძალები დგანან, რომელთა მიზანია, პროქსი ომების წარმოებით თავიანთი ძალაუფლება გააფართოონ და ახალი მსოფლიო დღის წესრიგი შეიქმნას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, სპეცსამსახურები და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები მხოლოდ ინსტრუმენტად არიან გამოყენებული დეზინფორმაციის გასავრცელებლად და ხალხის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელთაც ამერიკის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ამხელენ ხოლმე.