არჩილ გორდულაძე – სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას ტანდემი ერთამანეთში იბრძვის, რათა პატრონების წინაშე თავი წარმოაჩინონ, რომ უკეთესად შეძლებენ კონკრეტული დავალებების შესრულებას
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას ტანდემი ერთამანეთში იბრძვის, რათა თავიანთ პატრონებს აჩვენონ, რომ უკეთესად შეძლებენ კონკრეტული დავალებების შესრულებას.
გორდულაძის თქმით, დავალებები კი, რომლის შესრულებასაც ისინი ცდილობენ, საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„ახლა „ნაცების“ გაერთიანება – სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას ტანდემი ერთამანეთში იბრძვის, რათა თავიანთი პატრონების წინაშე თავი წარმოაჩინონ, რომ ისინი უკეთესად შეძლებენ კონკრეტული დავალებების შესრულებას, რომელიც ცალსახად საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა.
ცდილობენ, სუფრასთან როგორმე უფრო უკეთესი ადგილი მოიპოვონ და, მათი გადატრიალება არ გაიშვა, მაგრამ, მათი აზრით, ხელისუფლებაში რომ მოვლენ, უფრო მსუყე ლუკმა შექმნან. ახლა ამ სერიალს ვუყურებთ, როგორც საპნის ოპერას“, – განუცხადა გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს.