არჩილ გორდულაძე – როგორც კი გამოიდარებს, „ნაცმოძრაობის“ წევრები რეგიონებში გასვლაზე საუბარს იწყებენ, გასვლა აუცილებელია კარგ და ცუდ ამინდში, გასეირნება თუ უნდათ, ბუნებით დატკბნენ
„ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე ფურცელზე იქნება გაწერილი. მთავარია, ვინ არის „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, ეს პარტია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი და მისი მწამებლური სისტემის შემქმნელი ბანდის წევრები არიან.
„ნაკლებად მნიშვნელოვანია, პარტიის თავმჯდომარედ ვის აირჩევენ. ე.წ. პარტია სამართლებრივად უნდა შეფასდეს და ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური ველიდან გავიდეს, სადაც ცდილობს, რომ მოშხამოს, პოლიტიკურ ველზე დისონანსი შემოიტანოს და საქართველოს საწინააღმდეგოდ იბრძოლოს.
როგორც კი საქართველოში გამოიდარებს ხოლმე და კარგი ამინდი დადგება, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები რეგიონებში გასვლაზე საუბარს იწყებენ. რეგიონებში გასვლა კარგ და ცუდ ამინდში აუცილებელია. თუ მხოლოდ გასეირნება უნდათ, პოლიტიკურ განცხადებებს თავი დაანებონ და ქვეყნის ბუნებით დატკბნენ. „ნაცმოძრაობას“ ჰგონია, რომ ისევ 2003 წელია, როცა დეზინფორმაციის გავრცელებით ხელისუფლებაში მოვიდნენ, მაგრამ ახლა 2026 წელია. შესაბამისად, ისინი ვერანაირი დაფინანსებით, საგარეო დახმარებით საქართველოში ვერც რევოლუცია მოახდენენ და ვერც არჩევნებს მოიგებს „ნაცმოძრაობის“ რომელიმე დანაყოფი. ქართულ პოლიტიკაში მტრების ადგილი არ არის“, – განაცხადა გორდულაძემ.