არჩილ გორდულაძე - ოპოზიციაში ახლაც დავალებების შესაბამისად მოქმედებენ, სექტემბერს დაელოდებიან და გადაწყვეტენ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ თუ არა
საპარლამენტო არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობა“ ოთხ ბანაკად და კლანად გაიყო, რამაც არ გაამართლა, რადგან საზოგადოებამ კარგად ნახა, რომ 5 ნომერში დანარჩენები არიან გაერთიანებული, რადგან მათი იდენტობა, იდეები და არსი იგივეა, „ნაცი“ თავის „ნაცობას“ არ იშლის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, ეს ადამიანები ცდილობენ, რომ როგორმე „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნონ და ამით საზოგადოება მოატყუონ.
„ფიქრობენ, რომ მათი რეიტინგი გაიზრდება, რაც ნონსენსია. კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულებს ნულოვანი შანსი ექნებათ, რადგან ქართველი ხალხი მეათედ, სახელოვნად დაამარცხებთ. მათი განცხადებები შოუა, რათა ამომრჩეველი მოატყუონ. ახლაც დავალებების შესაბამისად მოქმედებენ, სექტემბერს დაელოდებიან და გადაწყვეტენ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ თუ არა. თუმცა ამ გადაწყვეტილებას მათი პატრონები მიიღებენ და არა – თავად“, – განაცხადა გორდულაძემ.