არჩილ გორდულაძე - ოპოზიციას მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი მათი პრეზიდენტი უნდა იყოს აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე, ასე სწამთ და ასე სჯეროდეთ
არჩილ გორდულაძე - ოპოზიციას მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი მათი პრეზიდენტი უნდა იყოს აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე, ასე სწამთ და ასე სჯეროდეთ

ოპოზიციას მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის პრეზიდენტი უნდა იყოს აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, მთავარია, რა გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი.

„ოპოზიციას უკვე მეორე ისეთი პრეზიდენტი ჰყავს, რომელზეც თვლიან, რომ ოპოზიციის პრეზიდენტი უნდა იყოს აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე. ასეთია მიხეილ სააკაშვილი და ახლა – სალომე ზურაბიშვილი. ასე სწამთ და ასე სჯეროდეთ. მთავარია, ქართველი ხალხი რა გადაწყვეტილებას იღებს. საარჩევნო კომისიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.