არჩილ გორდულაძე - „ნაცს“, როგორ შეიძლება, ქვეყნის დანგრევის გარდა, სხვა რაიმე იდეა და მიზანი ჰქონდეს, სააკაშვილი ტყუილის, სამშობლოს ღალატის, ქვეყნის გამყიდველობის სიმბოლოა
არჩილ გორდულაძე - „ნაცს“, როგორ შეიძლება, ქვეყნის დანგრევის გარდა, სხვა რაიმე იდეა და მიზანი ჰქონდეს, სააკაშვილი ტყუილის, სამშობლოს ღალატის, ქვეყნის გამყიდველობის სიმბოლოა

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ყველანაირად ცდილობს, საზოგადოების თვალში იტივტივოს. „ნაცს“, როგორ შეიძლება, ქვეყნის დანგრევის გარდა, სხვა რაიმე იდეა და მიზანი ჰქონდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ტყუილის, სამშობლოს ღალატის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ბრძოლის და ქვეყნის გამყიდველობის სიმბოლო.

„სისხლის სამართლის საქმე თუ მიმდინარეობს, შეუძლებელია, პარლამენტის წევრს ამაზე ინფორმაცია ჰქონდეს. ამიტომ როგორ შეიძლება, სერიოზული კომენტარი გააკეთო ადამიანზე, რომელიც სასჯელს იხდის „ვივამედში“ „ჯანმრთელობის მდგომარეობიდან“ გამომდინარე, იმ კლინიკაში, სადაც ექიმებმა სასწაული მოახდინეს და ორი განუკურნებელი სენისგან განკურნეს მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი არის ტყუილის, სამშობლოს ღალატის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ბრძოლის და ქვეყნის გამყიდველობის სიმბოლო და ამ ადამიანის განცხადებებზე საპასუხო კომენტარის გაკეთება ადამიანებისთვის შეიძლება, შეურაცხმყოფელიც იყოს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ყველანაირად ცდილობს, საზოგადოების თვალში იტივტივოს.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ყველანაირად ცდილობს, საზოგადოების თვალში იტივტივოს. რამენაირად მათ ტელევიზიებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, სიუჟეტები მოამზადონ, ვითომ რაიმე აქტივობა აქვთ ან ვითომ რაიმე განცხადებებს აკეთებენ. რეალურად სათქმელი და ქვეყნის მომავლისთვის გასაკეთებელი არაფერი აქვთ. „ნაცს“, როგორ შეიძლება, ქვეყნის დანგრევის გარდა, სხვა რაიმე იდეა და მიზანი ჰქონდეს, ისევ და ისევ ამ მიმართულებით გარედან ჩართულობით. მიხეილ სააკაშვილი, როგორც ბელადს შეეფერება, თავის აქტუალიზაციას ცდილობს და ათას სისულელეს ავრცელებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.