არჩილ გორდულაძე – „ნაცები“ ცდილობენ, ევროსაბჭოში მოღალატეობრივი რეზოლუციის მხარდაჭერა გადაფარონ და ამბობენ, თითქოს ყველაფერი 7 აგვისტოს დაიწყო
„ნაცები“ ცდილობენ, ევროსაბჭოში მოღალატეობრივი რეზოლუციის მხარდაჭერა გადაფარონ და ამბობენ, თითქოს ყველაფერი 7 აგვისტოს დაიწყო, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2015 წლამდე ჯარისკაცებს პატივს 8 აგვისტოს მიაგებდნენ.
„2015 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჯარისკაცებს პატივს 8 აგვისტოს მიაგებდნენ. ფილმიც კი გადაიღეს – 08.08.08. პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებაში ნათქვამია, რომ რუსული სამხედრო ძალები საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდნენ. ახლა „ნაცები“ ცდილობენ, როგორმე ისტორია გადაწერონ და ევროსაბჭოში მოღალატეობრივი რეზოლუციის მხარდაჭერა გადაფარონ. თავიანთი შეცდომების გადასაფარად ცდილობენ, თითქოს ყველაფერი 7 აგვისტოს დაიწყო. ამით საკუთარი მოღალატეობრივი ნაბიჯების დამალვას ცდილობენ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.