არჩილ გორდულაძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში
არჩილ გორდულაძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში

კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“, როგორც ჩანს, პარალელური სამყარო არსებობს და ამ პარალელურ სამყაროში სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძეს კითხვა დაუსვეს „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთის ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე: „ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ხელისუფლებაში, ჩვენი სახით თქვენ უყურებთ შემდეგ ხელისუფლებას“.

„დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში. ქართული საზოგადოება და სახელმწიფო განვითარებას გააგრძელებს. ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა უზრუნველყოფილი იქნება, რომლის წინააღმდეგაც ასე მიზანმიმართულად იბრძვიან როგორც ​ნაცკლასტერი, ისე მათი დამქაშები და გარედან მათი პატრონები“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.