არჩილ გორდულაძე - კარგია, რომ აშშ-ის ელჩი მიბრძანდა საგარეო უწყებაში და აღინიშნა, რომ საქართველოს ჰყავს საგარეო საქმეთა მინისტრი, აგენტურის ბევრ წარმომადგენელს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა
არჩილ გორდულაძე - კარგია, რომ აშშ-ის ელჩი მიბრძანდა საგარეო უწყებაში და აღინიშნა, რომ საქართველოს ჰყავს საგარეო საქმეთა მინისტრი, აგენტურის ბევრ წარმომადგენელს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა

კარგია, როდესაც აშშ-ის ელჩი და დიპლომატი მიბრძანდა საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„კარგია, რომ აღინიშნა, რომ საქართველოს ჰყავს საგარეო საქმეთა მინისტრი, ლეგიტიმური არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ ნდობაგამოცხადებული მთავრობის ერთ-ერთი წევრის, მაკა ბოჭორიშვილის მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ზუსტად ასეთ განცხადებებს. კოვზი ნაცარში ჩაუვარდა აგენტურის ძალიან ბევრ წარმომადგენელს. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ასეთ ურთიერთობებს და გადადგმულ ნაბიჯებს ვხედავთ. როდესაც ვსაუბრობდით „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე, მათ შორის, ვგულისხმობდით იმ ყველაფერს, რომელიც იყო წარსულში ძალიან ცუდი გამოცდილებები, ამ გამოცდილებების შეცვლას და ურთიერთობების დამყარებას ისეთ დონეზე, როგორც ეს შეეფერება ორ თანაბარუფლებიან ღირსეულ ქვეყანას.

ვნახოთ, როგორი იქნება დამატებით განვითარებული მოვლენები. რაც მთავარია, ინფორმაციები გაცვლილია, ისაუბრეს პირველმა დიპლომატმა და, შესაბამისად, ელჩმაც და ვნახოთ შემდეგში განვითარებული მოვლენები. კარგია, რომ ასეთი შეხვედრები შედგება.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით წარსულში, ჩვენი გუნდის არაერთი ლიდერი ამბობდა, რომ ჩვენ მზად ვართ, ყველასთან ვისაუბროთ, იქნება ეს დახურულ კარს მიღმა თუ ღიად. ასე, ანალოგიურად გავაგრძელებთ ყველასთან საუბარს, მათ შორის, ჩვენი სიმართლის თქმას, ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას და ჩვენი არგუმენტაციის წარდგენას. რა თქმა უნდა, მოვისმენთ სხვა პასუხებსაც, სხვა საფუძვლებსაც. რაც მთავარია, ეს ყველაფერი აუცილებლად გაკეთებული იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გორდულაძემ.