არჩილ გორდულაძე - ევროკავშირის ბიუროკრატებს შანტაჟის არსენალში ბოლო ტყვიად უვიზო მიმოსვლა აქვთ დარჩენილი, ცდილობენ, საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიონ
პარლამენტში 2023 წელს ერთ-ერთმა ადამიანმა თქვა, რომ ევროკავშირი თუ ეტყოდათ, კვირების განმავლობაში ცალ ფეხზე უნდა ვიდგეთო, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბიუროკრატიის მხრიდან ცალ ფეხზე დგომის მოთხოვნაა არჩეული, თითქოს რასაც ისინი იტყვიან, საქართველოს ხელისუფლებამ მითითებები უნდა შეასრულოს.
„ასეთ მითითებას როდესაც არ ვასრულებთ, საპირისპიროდ შანტაჟს ვხედავთ. შანტაჟის არსენალში ბოლო ტყვიად დარჩენილია უვიზო მიმოსვლა. ცდილობენ, როგორმე საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიონ, საზოგადოებას ის გადაწყვეტილება მიაღებინონ, რომელსაც არ იღებს. საკითხს სამართლებრივად თუ განვიხილავთ და ფაქტებს ვნახავთ, დადასტურდება, საქართველო ყველა კომპონენტით მართალია. ჩვენ სხვის დაკვეთებს არ ვასრულებთ, რაც არ მოსწონს ევროპულ ბიუროკრატიას და გლობალურ ძალებს, რის გამოც შანტაჟის სხვადასხვა მექანიზმს იყენებენ, მათ შორის უვიზო მიმოსვლას“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.