არჩილ გორდულაძე - ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატიის იმედი ჩვენ კი არა, წევრ ქვეყნებსაც არ აქვთ
არჩილ გორდულაძე - ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატიის იმედი ჩვენ კი არა, წევრ ქვეყნებსაც არ აქვთ

ევროკავშირის არარჩეული ბიუროკრატიის იმედი ჩვენ კი არა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, რა იმედი შეიძლება იყოს, როდესაც მათ უკან დგანან ძალები, რომლებიც პირდაპირ ანგრევენ ევროკავშირის ეკონომიკას.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკებში რეცესიაა და მოსახლეობის სოციალური დონეც არ იზრდება ისე, როგორც უნდა იზრდებოდეს წესითა და რიგით. ჩვენც, რა თქმა უნდა, არავითარი მოლოდინი არ გვაქვს მოქმედი არარჩეული ბიუროკრატიისგან, რომლის უკანაც კორუფციული გარიგებების მხილებათა არაერთი კასკადი არსებობს. ჩვენ მხოლოდ იმ ნაბიჯებს გადავდგამთ, რა ნაბიჯებიც აუცილებელია ქართველი ხალხისთვის. ჩვენ ერთი იდეისა და აზრის გამტარებლები ვიქნებით, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება საქართველოში მიიღება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.