არჩილ გორდულაძე – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დაემორჩილა გავლენიანი ძალების ზექმოქმედებას, მათი მცდელობაა, რომ საკუთარი სუვერენიტეტის დამცავი ქვეყნები არ არსებობდნენ

16:57, 09.07.2026

აქამდე თუ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები გვახსოვდა, ახლა უკვე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დაემორჩილა გავლენიანი ძალების ზექმოქმედებას. მათი მცდელობაა, რომ საკუთარი სუვერენიტეტის დამცავი ქვეყნები არ არსებობდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამის გამოძახილია ეუთო-ს მორიგი რეზოლუციაც, რომლის ავტორია ჯო უილსონი.

„ამ მომაბეზერებელმა ადამიანმა უკვე თავი მოაბეზრა მისავე დელეგაციის ხელმძღვანელს, რომელიც თურმე, მას თვითმფრინავში უკან გასამგზავრებლადაც არ უშვებს. ნებისმიერი ჩანაწერი ტყუილი და დეზინფორმაციაა, რომელიც ეუთო-ს სადამფუძნებლო პრინციპებსაც კი ეწინააღმდეგება. ეუთო რეზოლუციებს საკუთარი თავის წინააღმდეგაც კი იღებს“, – განაცხადა გორდულაძემ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს.

მსგავსი