არჩილ გორდულაძე - ე.წ. დიპლომატები გასული არიან ყველანაირი ჩარჩოდან, საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, რომლის მიზანი ქვეყანაზე თავდასხმაა
არჩილ გორდულაძე - ე.წ. დიპლომატები გასული არიან ყველანაირი ჩარჩოდან, საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, რომლის მიზანი ქვეყანაზე თავდასხმაა

ყულევზე საუბრის მიზანია, საქართველოზე კიდევ ერთი თავდასხმა მოხდეს. ე.წ. დიპლომატები გასული არიან ყველანაირი ჩარჩოდან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, ეს ადამიანები საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ.

„მათი მხრიდან პედალირება ხდება იმ საკითხების, რასაც შემდეგ „ნაცმოძრაობა“ იტაცებს, როგორც ეს მონური ფსიქოლოგიის ადამიანებს სჩვევიათ. ეს ადამიანები საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, რომლის მიზანი ქვეყანაზე თავდასხმაა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.