არჩილ გორდულაძე - „დიფ სთეითის“ მიერ მართული პირები ცდილობენ, საქართველოს მოსახლეობის იმ დიდ ნაწილს დაესხან თავს, რომელიც მხარს ხელისუფლებას უჭერს
არჩილ გორდულაძე - „დიფ სთეითის“ მიერ მართული პირები ცდილობენ, საქართველოს მოსახლეობის იმ დიდ ნაწილს დაესხან თავს, რომელიც მხარს ხელისუფლებას უჭერს

საქართველოს თაობაზე ევროკომისიის ანგარიში აბსოლუტური ტყუილებით იყო გაჯერებული, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიის ანგარიშში არსებული ჩანაწერი, რომ საქართველო უკრაინას მხარს არ უჭერს, დეზინფორმაციაა.

„„დიფ სთეითის“ მიერ მართული პირები ცდილობენ, რომ საქართველოს მოსახლეობის იმ დიდ ნაწილს თავს დაესხან, რომელიც მხარს ხელისუფლებას უჭერს. ვგულისხმობ რომელიმე ფორუმზე არმიწვევას ან იმას, რომ საქართველოს თაობაზე ევროკომისიის ანგარიში აბსოლუტური ტყუილებით იყო გაჯერებული. უკრაინის თაობაზე ჩანაწერი იყო, რომ თურმე საქართველო უკრაინას მხარს არ უჭერს, რაც აბსოლუტური დეზინფორმაციაა. ასობით რეზოლუციას და განცხადებას დავუჭირეთ მხარი. ერთ-ერთი მოწინავე ვართ, ვინც რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება მოვითხოვეთ. მაშინ როცა კორუფცია ყვავის და ამ ფონზე ამბობენ, რომ მოლდოვა და უკრაინა საქართველოს უსწრებენ, ეს უსამართლობაა“, – განაცხადა გორდულაძემ.