არჩილ გორდულაძე – ანა წითლიძეს ბევრი წამოცდენა აქვს, დაეთანხმა ნიკა გვარამიას მიმართ სამართალდამცავი ორგანოების ბრალს, რომ ტელევიზიებს ძარცვავდა

12:36, 07.09.2026

ბოლო პერიოდში ანა წითლიძეს ბევრი წამოცდენა აქვს. წამოცდა და დაეთანხმა ნიკა გვარამიას მიმართ სამართალდამცავი ორგანოების ბრალს, რომ ტელევიზიებს ძარცვავდა. ასევე დაადასტურა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა გვარამია იყო ერთ-ერთი მთავარი პირი, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ არაერთ კამპანიას წარმართავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, მიმდინარეობს დაპირისპირება ძველ და ახალ „ნაცებს“ შორის.

„ვხედავთ, რომ ბნელ ძალაში ერთმანეთში დაპირისპირებაა, რომლის მიზანია, ერთი მხრივ, საკუთარ პატრონებთან თავის უკეთ წარმოჩენა და, მეორე მხრივ, სხვა „ნაცი“ პარტიების, „ლელოსა“ და გახარიების გადარჩენა. ძველ და ახალ „ნაცებს“ შორის პოლიტიკურ საპნის ოპერას ვისმენთ, მაგრამ ამ ფონზე „ლელოსა“ და გახარიების პარტიაზე არავინ საუბრობს. მათი პატრონების მცდელობაა, როგორმე მათ „ნაცობა“ მოაშორონ. შესაძლებელია, გვარამიას, ბოკერიას, წითლიძისა და სააკაშვილის პარტიული ფერები და სიმბოლიკა სხვადასხვა იყოს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც „ნაცები“ არიან“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა: „ნიკა გვარამიამ კაპიტალიზება მოახდინა მიშას რესურსზე, თუ ვინმე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველი, ეგ იყო, როცა „მთავარის“ დირექტორი იყო, ბევრ რაღაცაზეა პასუხისმგებელი“.

მსგავსი