არჩილ გორდულაძე - აშშ-ის სენატში მიღებულ „მტრულ აქტს“ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, რათა ძალაში შევიდეს
არჩილ გორდულაძე - აშშ-ის სენატში მიღებულ „მტრულ აქტს“ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, რათა ძალაში შევიდეს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში მიღებულ „მტრულ აქტს“ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, რათა ძალაში შევიდეს.

როგორც ჟურნალისტებს გორდულაძემ განუცხადა, საინტერესოა, როდის მოხდა აქტის მიღება.

„ეს სენატში მიღებულია 31 მარტამდე და თითქოს ეს ერთგვარი მუხტის მიცემას ჰგავს, რომ საპროტესტო აქცია ჩატარდეს, ადამიანები გახალისდნენ და დედაქალაქის ქუჩებში ახალი ცეცხლი გაჩნდეს. დიდი კითხვები დგას იმასთან დაკავშირებით, რატომ ხდება ეს მაშინ, როცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითს“ სრულ ბრძოლას უცხადებს, რომელთაც ჯერ კიდევ საცეცები აქვთ და მათ შეუძლიათ, თავიანთ აგენტურას ისეთი აქტები მიაღებინონ, რაც საქართველოსთვის მტრულია“, – განაცხადა გორდულაძემ.