არჩილ ბერიძე - ჯოვინოს ტრანსფერში სოლიდური თანხები შემოგვთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვით #1TVSPORT
არჩილ ბერიძე - ჯოვინოს ტრანსფერში სოლიდური თანხები შემოგვთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვით #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხდა, რომ გუნდის ლიდერის, ჯოვინო ფლამარიონის მიმართ დიდი ინტერესი იყო და მასში სოლიდურ თანხასაც იხდიდნენ, მაგრამ ამაზე უარი თქვეს.

ჯოვინოს ბათუმის „დინამოსთან“ კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და ვნახოთ, როდემდე დარჩება. წინასწარ ვერ გეტყვით. თუმცა, იყო შემოთავაზებები და არ დავმალავ, სოლიდური თანხებიც შემოგვთავაზეს, მაგრამ მაინც უარი ვთქვით. ამ ეტაპზე გვირჩევნია, ჩვენი ლიდერები დარჩნენ და გუნდს მიზნების მიღწევაში დაეხმარონ. ამიტომ, ახლა არავის გაყიდვაზე არ ვფიქრობთ, რადგან ჩვენი მიზანი საქართველოს ჩემპიონობა და კონფერენს ლიგაზე რაც შეიძლება მეტი ეტაპის გადალახვაა“, – განაცხადა არჩილ ბერიძემ საქართველოს პირველ არხთან.

ბათუმის „დინამომ“ კონფერენს ლიგის პირველ ეტაპზე სან მარინოს „ტრე პენესთან“ 4:0 მოიგო და  ფაქტობრივად, მეორე ეტაპზეა გასული. ასეთ შემთხვევაში, საქართველსო ვიცეჩემპიონი ბელარუსულბატეს“ შეხვდება. გუნდის პრეზიდენტის თქმით, კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში არავის დაიმატებს, მაგრამ შემდეგ ეს არ გამორიცხა.

„სანამ „ბატეს“ ვეთამაშებით, ვინმეს დამატება გამორიცხულია, ვნახოთ, ბელარუსებთან რას ვიზამთ. მერე კი თუ გავალთ, ლაპარაკია მაღალი დონის უცხოელ თავდამსხმელზე. საკითხი დროებით შეჩერებულია, მაგრამ „ბატეს“ თუ გავცდებით, მერე ვნახოთ“, – აცხადებს ბერიძე.