არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

20:00, 19.05.2019

საქართველოში დღეს გამართულ შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია. კანონმდებლობის თანახმად, ყველა საარჩევნო უბანზე კენჭისყრა 20:00 საათზე სრულდება.

არჩევნები 410 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, რომლებშიც ჯამში 402 091 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

მერების რიგგარეშე არჩევნები დღეს ხუთ მუნიციპალიტეტში გაიმართა – მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში.

მერების რიგგარეშე არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდა რვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდნენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში.

ამასთან, პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართა თბილისში, მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში.

მსგავსი