არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისია ოთხი წევრის შემადგენლობით დაკომპლექტდა
არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისია ოთხი წევრის შემადგენლობით დაკომპლექტდა

არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისია ოთხი წევრის შემადგენლობით დაკომპლექტდა.

ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა.

გიორგი კახიანის თქმით, კომისიაში ორი წევრი ოპოზიციური ჯგუფიდან იქნება, ხოლო ორი უმრავლესობიდან.

„დღეს კომისია დაკომპლექტდა ოთხი წევრის შემადგენლობით. ორი იქნება ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენელი, ორი სახელისუფლებო ჯგუფი, მაგრამ კომისია ყველასთვის გახსნილია. ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც წესით უკვე კომისიაში უნდა იყოს შემოსული და ამ ეტაპამდე არ მიუღიათ გადაწყვეტილება, სურვილის შემთხვევაში, მომავალშიც ექნება შესაძლებლობა, კიმისიას შემოუერთდეს, კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

გიორგი კახიანის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლების საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე უარი მიუთითებს, რომ „ე.წ. გაყალბების თემა არა რეალური, არამედ მათი მოგონილია“.