არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი საკრებულოში გამოკლებული წევრის ადგილს ცესკო-ს მიერ შუალედური არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-11 დღიდან დაიკავებს
არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი საკრებულოში გამოკლებული წევრის ადგილს ცესკო-ს მიერ შუალედური არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-11 დღიდან დაიკავებს

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი საკრებულოში გამოკლებული წევრის ადგილს ცესკო-ს მიერ შუალედური არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-11 დღიდან დაიკავებს.

შესაბამისი ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობამ მოამზადა, რომელიც 10 მაისის ბიუროს სხდომას წარედგინება.

მმართველი გუნდი აღნიშნული ცვლილებების მიღებას ბათუმის საკრებულოში განვითარებულ პროცესებს უკავშირებს და განმარტავს, რომ ოპოზიცია კვორუმის პრობლემას ხელოვნურად ქმნის, რის გამოც საკრებულოს საქმიანობას პრობლემები ექმნება.

პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.

დატოვე კომენტარი