არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი საგანგებო მდგომარეობას მოხსნის
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი საგანგებო მდგომარეობას მოხსნის

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი საგანგებო მდგომარეობის მოხსნის პირობას დებს. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, საგანგებო მდგომარეობის მოხსნა მკაცრი ზომების დასრულებას არ ნიშნავს და ტერორისტული საფრთხის შემთხვევაში, მთავრობა შესაბამისად იმოქმედებს.

თურქეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გამოაცხადა. კრიტიკოსების აზრით, ერდოღანი საგანგებო მდგომარეობას არა მხოლოდ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეების, არამდე ყველა ოპონენტის წინააღმდეგ იყენებს.