არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ბლოკის წევრები ხელმოწერებს აგროვებენ
არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ბლოკის წევრები ხელმოწერებს აგროვებენ

არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით „ევროპული საქართველო” – თავისუფალი დემოკრატების” ბლოკის წევრები ხელმოწერებს ერთობლივად აგროვებენ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია და პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე მოსახლეობას მთაწმინდაზე, ჟღენტის ქუჩაზე შეხვდა.

ბლოკის წარმომადგენლები ადგილობრივებს არჩევნების პროპორციული სისტემის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დროს არც ერთ პოლიტიკურ ძალას არჩევნების გაყალბების საშუალება არ ექნება.

თავის მხრივ, როგორც შალვა შავგულიძე აცხადებს, მილიონი ხელმოწერის შეგროვება შესაძლებელი იქნება.