არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ცესკო-ში შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა
არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ცესკო-ში შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, რომელიც ხვალ გაიმართება,  ცესკოში შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. 317 საარჩევნო უბანი ხვალ დილით რვა საათზე გაიხსნება.

,,მეორე ტურებში სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში მონაწილეობს ექვსი საარჩევნო სუბიექტი, რომელთაგანაც ორი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია. საერთო ჯამში, არჩევნების მეორე ტურები ჩატარდება 317 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ერთი უბანი არის ქალაქ ქუთაისში, რომელიც არის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანი. რეგისტირებული ამომრჩევლების რაოდეობა ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში ჯამში არის 328 272 . არჩევნების დღეს ამომრჩევლები მიიღებენ მხოლოდ ერთ საარჩევნო ბიულეტენს მერის ასარჩევად. საერთო ჯამში, არჩევნების მეორე ტურისთვის  299 450 ბიულეტენი დაიბეჭდა”,-  განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ.