არჩევნები 2021 - პირველი არხის ახალი ონლაინპლატფორმა
არჩევნები 2021 - პირველი არხის ახალი ონლაინპლატფორმა

საქართველოს პირველმა არხმა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური პორტალი elections.1tv.ge შექმნა, რომელიც არჩევნების თაობაზე საზოგადოებისთვის საჭირო და საინტერესო ყველა ინფორმაციას აერთიანებს.

პორტალზე ხელმისაწვდომია ყველა ახალი ამბავი, რომელიც არჩევნებს ეხება, პირველი არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდს აშუქებს, ასევე, მიმდინარეობს გამოკითხვა ლაივრეჟიმში, რაც ამომრჩეველთა აქტივობის გაზომვას ისახავს მიზნად.

გვერდზე პერმანენტულად გამოქვეყნდება პირველი არხის (სატელევიზიო, რადიო, ონლაინ) მონიტორინგის შედეგები, თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ყოველკვირეული ინფორმაცია და სარეკლამო დროის მონიტორინგის ნუსხა.

პორტალზე ასევე შეგიძლიათ ნახოთ დებატები 2021-ში მონაწილე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა და თბილისის მერობის კანდიდატების შესახებ ინფორმაცია, დაუსვათ მათ კითხვები, რომლებსაც წამყვანი უშუალოდ დებატების მიმდინარეობის დროს გააჟღერებს პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, 22:00 საათზე პირველი არხის ეთერში დებატები თბილისის მერობის ყველა რეგისტრირებულ კანდიდატს შორის გაიმართება.