არც მარადონა, არც ზიდანი - დასახელდა სერია A-ს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი #1TVSPORT
არც მარადონა, არც ზიდანი - დასახელდა სერია A-ს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი #1TVSPORT

ავტორიტეტულმა პორტალმა, Give Me Sport-მა გამოაქვეყნა იტალიის სერია A-ს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგი.

სიაში პირველი ადგილი დაიკავა „მილანის“ მცველმა, პაოლო მალდინიმ. მეორე პოზიციაზეა „ნაპოლის“ ლეგენდა დიეგო მარადონა, ხოლო ტოპსამეული შეავსო „იუვენტუსის“ მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა.

სერია A-ს ისტორიაში მოთამაშეთა TOP10 Give Me Sport-ის ვერსიით:

  1. პაოლო მალდინი
  2. დიეგო მარადონა
  3. ჯანლუიჯი ბუფონი
  4. მარკო ვან ბასტენი
  5. ზინედინ ზიდანი
  6. ანდრეა პირლო
  7. ფრანჩესკო ტოტი
  8. ფრანკო ბარეზი
  9. ალესანდრო დელ პიერო
  10. ხავიერ ძანეტი