არაწევრი ქვეყნებისთვის საზღვრის გახსნაზე გადაწყვეტილებას ევროკავშირი სავარაუდოდ მომავალი კვირის დასაწყისში მიიღებს
არაწევრი ქვეყნებისთვის საზღვრის გახსნაზე გადაწყვეტილებას ევროკავშირი სავარაუდოდ მომავალი კვირის დასაწყისში მიიღებს

არაწევრი ქვეყნებისთვის საზღვრის გახსნაზე გადაწყვეტილებას ევროკავშირი სავარაუდოდ მომავალი კვირის დასაწყისში მიიღებს.

როგორც გამოცემა „ესოშიეითიდ პრესი“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, გაერთიანებაში არაწევრი ქვეყნებისთვის შენგენის ზონის გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თითქმის მზად არის.

შედგენილია იმ ქვეყნების სიაც, რომლის მოქალაქეებიც ევროკავშირში მოგზაურობას კვლავ შეძლებენ. წინასწარი ინფორმაციით, ამ სიაში არ შედის ამერიკის შეერთებული შტატები.

„ესოშიეითიდ პრესი“ წერს, რომ ევროკავშირი საზღვრების გახსნისას გაითვალისწინებს ცალკეულ ქვეყნებში 100 000 მოსახლეზე „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელს და ამ ქვეყნებში ევროკავშირთან მიმოსვლის პოლიტიკას.

ამასთან, „ევრონიუსმა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებს საზღვრების გახსნის შემდეგ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ.