არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო სხდომა მოსამართლე იოსებ აბრამიძის გადაწყვეტილებით დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ადვოკატის, ზურაბ ზურაბიშვილის ინფორმაციით, მამაკაცი ბრალს არ აღიარებს.

მამაკაცს ბრალი სსკ-ის 137-ე მუხლით წაუყენეს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. მსხვერპლი პოლიციამ დაზარალებულად ცნო.

რამდენიმე დღეა, არასრულწლოვანთან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგები მუშაობენ. მოზარდი და მისი ოჯახის წევრები ახალშობილზე ამ დრომდე უარს აცხადებენ. ბავშვი ლაგოდეხის „არქიმედეს კლინიკაში“ მართვით სუნთქვაზე რჩება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ი. ბ. ახალდაბადებული ბავშვის ბავშვის მამაა. პოლიციამ ის 10 ივნისს დააკავა.