არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირს პატიმრობა შეეფარდა
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სხდომა ამ დრომდე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

საქმეში მონაწილეების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას სახელმწიფო ბრალდება ითხოვდა.

„სასამართლოში განიხილებოდა შვიდივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების საკითხი. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების თაობაზე და ბრალდებულებს შეეფარდათ პატიმრობა. შემდეგი პროცესი 21 ოქტომბერს გაიმართება“, – განაცხადა საქმის პროკურორმა, მარიამ გოგორელიანმა.

რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ ოთხ პირს, მათგან სამ ადამიანს – ამერიკის მოქალაქეს, ასევე ორ მშობელს უკვე პატიმრობა აქვს შეფარდებული. კიდევ ერთი დაკავებულის, ავსტრალიის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.

დატოვე კომენტარი