არასრულწლოვნების პორნოგრაფიაში ჩართვის საქმეზე დაკავებული მშობლების ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ორი პირის ბავშვები არიან შოკში
არასრულწლოვნების პორნოგრაფიაში ჩართვის საქმეზე დაკავებული მშობლების ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ორი პირის ბავშვები არიან შოკში

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ორი პირის ბავშვები არიან შოკში, – ამის შესახებ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული ფოტო-ვიდეომასალის დამზადება-რეალიზების საქმეზე ბრალდებული ორი პირის ადვოკატმა მაკა ბერაძემ განაცხადა.

„ბავშვებს ჰგონიათ, რომ მშობლები თავიანთი ჩვენების საფუძველზე გაუშვეს ციხეში. ბავშვებს სრულიად არ ჰქონდათ ინფორმაცია ამის შესახებ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის შვილები ბებიასთან იმყოფებიან. ბრალდებულებს აბსოლუტურად არ ჰქონდათ წარმოდგენა ფოტოსესიის შინაარსზე. ისინი ესწრებოდნენ ფოტოსესიებს და ამბობენ, რომ ჩვეულებრივი გადაღება იყო. ბრალდებულები თავადაც შოკში არიან. თითოეულ დედას ბრალდება, რომ შვილი გააქირავეს. ისინი უმძიმეს მდგომარეობაში არიან”, – განაცხადა მაკა ბერაძემ.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს სხვა მშობლებმა შესთავაზეს, შვილები ფოტოსესიაზე გაეშვათ, იმ მიზნით, რომ სხვადასხვა დიზაინერები დაინტერესებულიყვნენ მათი გარეგნობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვნების პორნოგრაფიული ფოტო-ვიდეო მასალების დამზადება-გასაღების საქმეზე დაკავებული 11 პირის აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.