არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის პროცესზე გამომძიებელი დაიკითხება 
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის პროცესზე გამომძიებელი დაიკითხება 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესზე დღეს საქმის მთავარი გამომძიებელი დაიკითხება.

ამასთან, დაგეგმილია ორი თვითმხილველის დაკითხვა, რომელიც შემთხვევის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

„ბრალდების მხარე დაკითხავს მოწმეებს. მათ შორის საქმის მწარმოებელი გამომძიებელი იქნება, რომელმაც მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოიპოვა გამოძიების ეტაპზე. გარდა ამისა, დაიკითხებიან თვითმხილველი მოწმეები, რომლებმაც უშუალოდ იხილეს ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენები“, – განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.

მისი თქმით, შესაძლოა, პროცესზე ნივთიერი მტკიცებულებებიც იქნას გამოკვლეული, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ტანსაცმელი.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობა გასული წლის 1 დეკემბერს მოხდა.