არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის განხილვა ბრალდების მოწმეების დაკითხვით განახლდება
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის განხილვა ბრალდების მოწმეების დაკითხვით განახლდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს განახლდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 10:30 საათზეა ჩანიშნული.

სხდომა კვლავ მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. სახელმწიფო ბრალდება წარმოადგენს მოწმეებს, თუმცა მათი ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის.

დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ პროკურატურის სტრატეგიის მიხედვით, სხდომაზე პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი დაიკითხება.

საქმეზე უკვე 10-მდე მოწმეა დაკითხული, მათ შორის არიან – ექსპერტები, საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილი, მანდატური, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ექიმები და ერთ-ერთი თვითმხილველი.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ჯგუფურად გაზრახ მკვლელობა ედება ბრალად.