არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი ბრალდების მოწმეების დაკითხვით განახლდება
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი ბრალდების მოწმეების დაკითხვით განახლდება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს ბრალდების მოწმეების დაკითხვით განახლდება.

სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული. უცნობია პროკურატურის სტრატეგია და ის, თუ ვის წარმოადგენენ ისინი სხდომაზე დაზარალებულების დაკითხვის შემდეგ.

წინა სხდომაზე, როდესაც პირველად მოხდა მტკიცებულებების გამოკვლევა, სასამართლომ დაზარალებულებს, გარდაცვლილების მშობლებს მოუსმინა.

პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ორი არასრულწლოვანი. მათ ბრალად ედებათ წინასწარ შეცნობით, განზრახ მკვლელობა ჯგუფურად. სხდომა მედიისთვის დახურულია. არასრულწლოვნების კანონიერი წარმომადგენლების გარდა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროცესებს დაესწრებიან გარდაცვლილების მშობლებიც.

დატოვე კომენტარი