არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა დაასრულა
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა დაასრულა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ თავის მოწმეების დაკითხვა დაასრულა. დღეს სხდომაზე ხუთი მოწმე უნდა დაკითხულიყო, საიდანაც მხოლოდ ერთი დაიკითხა. ის შემთხვევის ადგილას კონფლიქტის შემდეგ მივიდა.

რაც შეეხება მოწმეს, რომელსაც ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით აქვს წარდგენილი, სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია და დუმილის უფლება გამოიყენა.

რაც შეეხება სამ მოზარდს, ისინი მოწმეთა სიიდან მოხსნეს, რადგან დაცვის მხარეს გამოძიების ეტაპზე მიცემული მათი ჩვენებები სადავოდ არ გაუხდია.

ახლა დარჩენილია წერილობითი მტკიცებულებები, რის შემდეგაც საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას უკვე დაცვის მხარე დაიწყებს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თვის ბოლოს მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.

დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაკავებული. ერთს ბრალად ედება ორი არასრულწლოვნის მკვლელობა, ერთს კი ერთი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა.