არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდება
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდება

უახლოეს დღეებში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც მოხდება უკვე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის დამტკიცება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალიდან, პარლამენტის უმრავლესობის ლიდერები კომისიის დაკომპლექტების საკითხზე უმცირესობის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გამართავენ, სადაც პოზიციები შეჯერდება.

„როგორც ორი დღის წინ მოგახსენეთ, უახლოეს დღეებში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც მოხდება უკვე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის დამტკიცება. ხვალიდანვე პარლამენტის უმრავლესობის ლიდერები გამართავენ კონსულტაციებს უმცირესობის წარმომადგენლებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც პოზიციების შეჯერება მოხდება. კომისიის შემადგენლობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ, კანონით გათვალისწინებულ ვადებში, რამდენიმე დღეში გაიმართება კომისიის პირველი სხდომა. ასე რომ, ეს პროცესი წავიდა“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.