არასრულწლოვნები, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, სოფელ თამარაშენთან რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს, უკვე თავისუფლები არიან

19:36, 27.09.2025

არასრულწლოვნები, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, სოფელ თამარაშენთან რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს, უკვე თავისუფლები არიან.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

„ბავშვები ჩვენთან და უსაფრთხოდ არიან“, – განაცხადეს სუს-ში.

ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

მსგავსი