არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების მსჯავრდებულებს ლაშა ტალახაძე და კახი კახიაშვილი შეხვდნენ

17:25, 21.07.2026

№11 (არასრულწლოვანთა) სარეაბილიტაციო დაწესებულების მსჯავრდებულებს ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და კახი კახიაშვილი შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპორტსმენებმა მსჯავრდებულებს პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის სპორტისა და ფიზიკური აქტივობების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში რეგულარულად იმართება სპორტული ფესტივალები და შეჯიბრებები, ახლდება სპორტული ინფრასტრუქტურა და ინვენტარი, რაც მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოცილიზაციის პროცესს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი