არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის პროკურორი - დარწმუნებულები ვართ, ბრალდებას დავადასტურებთ
არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის პროკურორი - დარწმუნებულები ვართ, ბრალდებას დავადასტურებთ

დაცვის პოზიცია, რომ გამოძიება არაობიექტურია, არის სიცრუე, – განაცხადა ჟურნალისტებთან არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.

“ბრალდების მხარემ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებების სახეობას და შინაარსს, ბრალდების მხარე შინაარსში ვერ შევა. უნდა დავიცვათ არასრულწლოვნების ინტერესები. საქმეზე დაკითხულია 120-მდე პირი, ჩატარდა 20 ექსპერტიზა. რაც შეეხება დაცვის პოზიციას, რომ გამოძიება არაობიექტურია, ეს არის სიცრუე. მხოლოდ 40-დღიანი ვადა გვქონდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით. დარწმუნებულები ვართ, ბრალდებას დავადასტურებთ”,- განაცხადა ფხაკაძემ.

მისივე თქმით, გამოყოფილია კიდევ სხვა სისხლის სამართლის საქმეც, სადაც პასუხისგებაში მიცემულია ხუთი პირი.

“თუ იქნება მტკიცებულებები ყველა პირი მიეცემა პასუხისგებაში. უტყუარად არის დადასტურებული, რომ მხოლოდ ის ცივი იარაღი მონაწილეობდა საქმეში, რაც წარმოდგენილია სასამართლოში. როგორ და რა ვითარებაში მიიღეს გარდაცვილებმა დაზიანებები ამაზე ვერვისაუბრებთ. ტარდება ექსპერტიზები რათა დადგინდეს რა დაზიანებები მიიღეს სხვა პირებმა”,-აღნიშნა პროკურორმა.

საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს.