არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ხვალ გაგრძელდება
არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ხვალ გაგრძელდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ხვალ, 15:00 საათზე გაგრძელდება. ხვალ გახდება ცნობილი სასამართლოს პოზიცია მხარეების მტკიცებულელებთან დაკავშირებით.

“ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებები, ეს განხილული იქნა სასამართლოს მიერ. საუბარია რამდენიმე მტკიცებულებაზე, რაც დაცვას მიაჩნია, რომ უკანონოდ არის მოპოვებული, თუმცა ასე არ არის. თითქოს ექსპერტიზის დასკვნებში არსებული დაზიანებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. გარდაცვლილებზე არსებული დაზიანებები თანხვედრაშია საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებთან. ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ფიგურირებდა ორ დანაზე მეტი – საქმეშია ორი დანა. ეს დასტურდება სხვა მტკიცებულებებით. საქმეზე დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზა”,- აღნიშნა საქმის პროკურორმა.