არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შეხვედრა გაიმართება
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შეხვედრა გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც იმსჯელებენ იმ კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რამაც სამომავლოდ მოზარდებში ტრაგიკული ფაქტები თავიდან უნდა აგვაცილოს.

გახარიას თქმით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფოს ყველა უწყების წარმომადგენლები.

„დღეს ადმინისტრაციაში გაიმართება სპეციალური შეხვედრა ამ პრობლემატიკაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე სახელმწიფოს ყველა უწყების წარმომადგენლები. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, როდესაც კოორდინირებულად უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული ნაბიჯები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გახარიას თქმით, დღეს ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზების დრო არ არის.

„ვფიქრობ, დღეს არ არის ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზების დრო. დღეს კონკრეტული ნაბიჯების დროა, რათა ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს განათლების გაუმჯობესებისა და სისტემური  რეფორმის მიმართულებით, ყველაფერი, რაც ეხება მოზარდებზე, ახალგაზრდებზე ზრუნვას, იყოს კიდევ უფრო ეფექტური, შედეგიანი და თავიდან აგვარიდოს მსგავსი ტრაგიკული მოვლენები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.