არასრულწლოვანს, რომელსაც თბილისში თავს დაესხნენ, შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს 
არასრულწლოვანს, რომელსაც თბილისში თავს დაესხნენ, შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს 

არასრულწლოვანს, რომელსაც ერთ-ერთი მოქალაქე დაესხა თავს, შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს. ამის შესახებ იაშვილის კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა ოთარ რუსაძემ განაცხადა.

როგორც ექიმი აცხადებს, პაციენტს დაზიანებები აღენიშნება მუცლის ღრუში და ტვინის შერყევა აქვს.

გამონაჟონია ელენთასან, უნდა დავადგინოთ ძველი გამონაჟონია თუ ახალი ტრავმაა. შევაფასებთ, შესაძლებელია თუ არა პაციენტის გადაყვანა სხვა კლინიკაში, რათა შეფასდეს თვალის მდგომარეობა. კონსულტაციას ჩაუტარებენ ოფთალმოლოგები. თუ გახდა საჭირო, ჩაუტარდება ოპერაცია და ისევ დაბრუნდება იაშვილის კლინიკაში. უფრი მეტი დაზიანება აქვს მარჯვენა თვალზე, თუმცა სისხლნარევი გამონადენი ორივე თვალზე შეინიშნება. პაციენტს აქვს ტვინის შერყევა. ანატომიურად ტვინი არაა დაზიანებული. სახეზე აქვს სისხლნაჟღენთები. კისერზე არის ხრჩობის კვალი. საჭიროების შემთხვევაში პირველ რიგში ელენთაზე ჩაუტარდება ოპერაცია”, – განაცხადა ექიმმა.

თბილისში არასრულწლოვნის თავს დაესხნენ. თავდასხმა ლიფტში მოხდა. მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. 

შსს-ს ინფორმაციით, „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ არასრულწლოვან ბიჭს დახმარება სჭირდებოდა. საპატრულო ეკიპაჟი დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. პირველადი ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქემ 2004 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მათივე ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დაახლოებით 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზევე დააკავა. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები