არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამაკაცს ყვარლის პოლიციაში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამაკაცს ყვარლის პოლიციაში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამაკაცს ყვარლის პოლიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, ზურაბ ზურაბაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დაკავებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

„ახლა გადმომეცა ბრალდების მასალები და ჯერ არ გავცნობივარ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მქონდა კომუნიკაცია. რა შინაარსის საუბარი იყო ჩვენს შორის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ დეტალებისგან“, – განაცხადა ადვოკატმა.

არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის 40 წლამდე მამაკაცი პოლიციელებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გუშინ საღამოს დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც 10-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შესახებ გურჯაანის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.