არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის ჭადრაკის ტურნირი ჩატარდა
არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის ჭადრაკის ტურნირი ჩატარდა

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, #11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ჭადრაკის ტურნირი მოეწყო. ინფორმაციას მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ავრცელებს.

ღონისძიება ონლაინრეჟიმში შედგა და მასში მონაწილეობა 14-მა მსჯავრდებულმა მიიღო.

ტურნირის შედეგად გამარჯვებულები გამოვლინდნენ და მათ საჩუქრად ჭადრაკის დაფები გადაეცათ.

„აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანი მსჯავრდებულები დაწესებულებაში ყოფნის დროს ჭადრაკს აქტიურად თამაშობენ და სპორტის ამ სახეობის მიმართ მათ დიდი ინტერესი აქვთ“, – აცხადებენ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრში.

ტურნირი მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივითა და მაია ჩიბურდანიძის სახელობის „ჭადრაკის დედოფლის აკადემიის“ მხარდაჭერით განხორციელდა.