არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრებს ხვდებიან
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრებს ხვდებიან

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრებს ხვდებიან.

შეხვედრაზე მხარეები კომისიის სამომავლო სამოქმედო გეგმებსა და სამუშაო პროცესში მესამე სექტორის ჩართულობის საკითხებს განიხილავენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განმარტეს, კომისიის შემადგენლობა და მასში საპარლამენტო უმცირესობის უმრავლესობით მონაწილეობა იმის შანსს იძლევა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე რამდენიმე მთავარ კითხვას გაეცეს პასუხი, მათ შორის რამდენი შესაძლო დამნაშავე შეიძლება ჰყავდეს საქმეს, გააყალბა თუ არა პროკურატურამ მტკიცებულებები და მფარველობდნენ თუ არა ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები საქმეში შესაძლო ბრალეულ პირებს.

„ვფიქრობ, რომ ამ თემებზე მსჯელობა კომისიის მხრიდან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ცხადია, კომისია ვერ დაადგენს ამა თუ იმ პირს რამდენი წელი უნდა მიუსაჯოს სასამართლომ, მაგრამ კომისიას ნამდვილად შეუძლია, იმსჯელოს გამოძიება მიმდინარეობდა თუ არა ობიექტურად, დაკითხული იყო თუ არა ყველა ის პირი, ვინც უნდა დაკითხულიყო. ასევე იმსჯელებს იმაზე, რა როლი და ფუნქცია ჰქონდათ ამა თუ იმ ჩინოვნიკს, გავლენიან პირებს ამ საქმესთან დაკავშირებით”, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე საია-ს თავმჯდომარემ სულხან სალაძემ. 

ამასთან,  სერგი კაპანაძე დღეს ზაზა სარალიძეს შეხვდა. როგორც სერგი კაპანაძე განმარტავს, შეხვედრა სარალიძის სახლში დღეს დილით შედგა.  საქმეზე უფრო დეტალურად სასაუბროდ  კი, სარალიძე პარლამენტში ხვალ ადვოკატთან ერთად მივა.