არასამთავრობო ორგანიზაციამ „ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისში, თეთრ ხიდზე აქცია-პერფორმანსი გამართა
არასამთავრობო ორგანიზაციამ „ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისში, თეთრ ხიდზე აქცია-პერფორმანსი გამართა

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისში, თეთრ ხიდზე გამაფრთხილებელი აქცია-პერფორმანსი გამართა.

აქციის მონაწილეებმა თეთრი ხიდის დაზიანებულ ნაწილზე სტიკერები დააკრეს წარწერით „სახიფათოა“.

არასამთავრობო ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებას უპასუხისმგებლობასა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ ხიდი მოქალაქეებისთვის სახიფათოა.

„ორი კვირის წინ დაზიანდა ხიდის ის ნაწილი, სადაც მინაა განთავსებული. დღემდე, ხელისუფლებას რამე ქმედითი ზომები მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის არ მიუღია“, – განაცხადა „ევროპა ჩვენი სახლის“ თავმჯდომარემ, გია გოქაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებებს ქუთაისის მერია გამოეხმაურა. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ბექა ყურაშვილის თქმით, მერია დაზიანების შესახებ გამოძიების დასრულებას ელოდება, ხიდზე გადაადგილება კი, უსაფრთხოა.