არარატ მირზოიანი – სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნებას არ აპირებს
სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნებას არ აპირებს, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა.
„ჩვენ ამ სტრუქტურის მუშაობაში მონაწილეობა დიდი ხნის წინ შევწყვიტეთ და წევრობა გავყინეთ. სხვა წევრები ან გენერალური სამდივნო – არ ვიცი, რამდენად აქვს სამდივნოს ამის უფლებამოსილება – ამ საკითხზე კომენტარს თუ აკეთებენ, ამას ტყუილად აკეთებენ. ჩვენ ჩვენს დამოკიდებულებას არ შევცვლით და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნებას არ ვაპირებთ”, – აღნიშნა მირზოიანმა.
მანამდე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ნიკოლაი ბორდიუჟამ განაცხადა, რომ სომხეთი ორგანიზაციიდან უნდა გარიცხონ.